ასტროლოგია მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს. 2013, 6 აგვისტო, 21:29 ამერიკელმა მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს.შავი ხვრელი მზის ჩრდილო პოლუსზე შეამჩნიეს.ხვრელი აღმოჩენილი იყო მზის დათვალიერების დროს, რომელსაც ამერიკელი მეცნიერები აწარმოებდნენ SOHO აპარატის დახმარებით.მათი განმარტებით ეს არის კორონალური ხვრელი, რომელიც მზის 25% მოიცავს.კორონალური ხვრელისთვის დამახასიათებელია დაბალი ტემპერეტურა და სიმჭიდროვე ამიტომ მას უწოდებენ შავს.ხვრელიდან გამოიტყორცნება გაზი და პატარა მზის ნაწილაკები, რომელიც იწვევს ძლიერ მზის ქარს.გამოტყორცნილი გაზის სიჩქარეა 800 კმ|წმ. ნივთიერებები, რომლებიც გამოიტყორცნებიან მზიდან მაგნიტური ქარიშხლის გამოწვევის მიზეზია, რაც ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ ახსნან ამ ხვრელის გაჩენის მიზეზი და თვლიან, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა მზისათვის.ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი, სერგეი იაზევი, თვლის, რომ"არაფერი არაჩვეულებრივი არ ხდება, სხვადასხვა ზომის ხვრელები ადრეც ჩნდებოდა მზეზე, მაგრამ არა ხშირად."ასეთი ხვრელების "სიცოცხლის " ხანგრძლივობა 5 თვეა. 218 5-ს მოსწონს
|