შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილი ფეისბუქით მიმართვას ავრცელებს ჟურნალ გზაში დაბეჭდილ ფსევდო ქეთა თოფურიას ინტერვიუსთან დაკავშირებით 2013, 6 აგვისტო, 0:16 როგორც იცით ინტერნეტში გავრცელდა სტატია, რომელიც სავარაუდოდ ფსევდო ქეთა თოფურიასგან არის აღებული, სადაც ეგრეთ წოდებული ქეთა გზის ჟურნალისტს აძლევს ინტერვიუს და აღნიშნავს, რომ "არც ნინის უყვარდა ირაკლი და არც ირაკლის - ნინი... - "თავიდანვე ვიცოდი, ნინი და ირაკლი რომ დაშორდებოდნენ." გარდა ამისა ეს ინტერვიუ ფსევდო ქეთასთან ფეისბუქით არის აღებული და როგორც ირკვევა ქეთა თოფურიას საერთოდ არა აქვს ფეისბუქი და შესაბამისად ინტერვიუც თვითმარქვია ქეთასგან აიღეს. 890 4-ს მოსწონს 4-ს არა
|