შოუბიზნესი კონსტანტინე მელაძეს მკვლელობის გამო არ დაიჭერენ 2013, 31 ივლისი, 11:53 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება კონსტანტინე მელაძის საქმის გარშემო. როგორც გახსოვთ, კონსტანტინე მელაძე, თავისი ჯიპით დაეჯახა ორი შვილის დედას, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა. ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მელაძე უდანაშაულოდ ცნო. სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ დახურულია. პროკურატურას აქვს სამი კვირის ვადა, რათა შეამოწმოს, კანონიერად დაიხურა თუ არა საქმე, რის შემდეგაც პროდიუსერი საბოლოოდ ჩათვლის, რომ ეს ისტორია მისთვის უკან დარჩება და საფრთხე, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს აღარ იქნება. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დასასრულს, კომპოზიტორი დაეჯახა 30 წლის ქალბატონს. ავარიის შემდეგ, მან მაშინვე გაოიძახა სასწრაფო, მაგრამ ქალი გარდაიცვალა. მელაძემ საკუთარი ხარჯებით დაკრძალა ქალი და გავრცელებული ინფორმაციით გარკვეული თანხა გადაუხადა გარდაცვლილის ოჯახს, რის შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ კონსტანტინეს მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდათ. ახლა კონსტანტინე მელაძე აღარ ემალება პრესას და კვლავ ჩნდება სხვადასხვა კონცერტებსა და შოუებზე. "მას არ ჰქონია განზრახული მკვლელობის და დანაშაულის ჩადენა" -განაცხადეს სამართალდამცავმა ორგანოებში. 354 3-ს მოსწონს
|