x
image
worldsport.ge
“ვესტ ჰემი” კალუს ეპატიჟება

imageფრანგული “ლილის” თავდამსხმელმა სალომონ კალუმ შეიძლება კარიერა “ვესტ ჰემში” გააგრძელოს. კოტდივუარელი ფეხბურთელით დაინტერესების შესახებ გავრცელებული ცნობა ბრიტანულ გამოცემებს “ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელარდაისმაც დაუდასტურა.
“ვფიქრობ, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი კალუს დაითანხმებს. ეს ფეხბურთელი ჯერ კიდევ “ჩელსიში” გამოსვლისას იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას. ახლა კი, როგორც შევიტყვეთ, ინგლისში დაბრუნება სურს და იმედია, არჩევანს “ვესტ ჰემზე” გააკეთებს. მისი შემატება გუნდის შემტევ პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს”, – განაცხადა ელერდაისმა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0