x
image
worldsport.ge
თარგამაძე და ოქრიაშვილი ხარკოვში დამარცხდნენ
image

image

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-3 ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცი”, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე ირჯებიან, ხარკოვის “მეტალისტთან” სტუმრად 0:2 დამარცხდა.
ორივე ქართველი ნახევარმცველი “ილიჩივეცის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მარიუპოლელთა კარში ორივე გოლი მარკო დევიჩმა გაიტანა, რომელმაც თავი 52-ე და მე-80 წუთებზე გამოიჩინა. 3 ტურის შემდეგ, “ილიჩივეცს” 3 ქულა აქვს და 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-8 ადგილზეა.
ესტონეთის მეისტრილიგის მე-20 ტურში, ტალინის “ფლორამ” საკუთარ მოედანზე “ტამეკას” ვერ მოუგო – 2:2. ტალინელთა რიგებში ირაკლი ლოგუა მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გურამ მიქაძემ ორივე ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. “ფლორას” 41 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-2 ადგილზეა.
ლატვიის ვირსლიგის მე-14 ტურში რიგის “დაუგავამ” შინ “იურმალას” 1:0 მოუგო. გიორგი დიაკვნიშვილი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “დაუგავას” 27 ქულა აქვს და 10 გუნდში მესამეა.
ბერლინის “ჰერტამ” ამხანაგურ მატჩში ბელგრადის “რადთან” 1:1 ითამაშა. ლევან კობიაშვილმა მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.


ლაშა თაბაგარი


www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0