როგორც იცით, იურმალაში გამართულ "ახალი ტალღა 2013"-ზე, საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე გამოდის. ორი საკონკურსო დღის შემდეგ სალომე მეორე ადგილზე იმყოფება. საქართველოდან მის გასამხნევებლად და საგულშემატკივროდ ქართველებიც არიან ჩასული, მათ შორის ბევრი ცნობილი სახეა: ნინა წკრიალაშვილი, თაკო დოლაბერიძე, ნათუნა ზოდელავა, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, რათქმაუნდა დუეტი ჯორჯია, კობა პატარკაციშვილი და კიდევ სხვები.
გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორ ატარებენ დროს ჩვენი თანამემამულენი იურმალაში: