რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა მადრიდის “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა.
საფეხბურთო კლუბ “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩერიშევმა მადრიდელებთან 4-წლიანი ხელშეკრულება დადო – 2017 წლის ზაფხულამდე.
აღსანიშნავია, რომ “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი რუს ფეხბურთელს მარცხენა მცველად ხედავს.
“რეალი” აცხადებს, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელმა დენის ჩერიშევმა კონტრაქტი ოთხი სეზონით გაახანგრძლივა”, – იუწყება მადრიდული გუნდის პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge