საზოგადოება ყველაზე უჩვეულო წყვილი 2013, 24 ივლისი, 16:15 მშვენიერი ახალგაზრდა წყვილია, არა? გოგონა და ბიჭი, მაგრამ რაშია საიდუმლო? ორივემ ჩაიტარეს ოპერაცია სქესის შეცვლის მიზნით. 17 წლის ერინ ენდრიუსი და 19 წლის კეტი ჰილი ამერიკის შტატ ოკლაჰომადან არიან. ახლა ორივემ სქესი შეიცვალეს და თვლიან, რომ ისინი იმყოფებიან იმ სხეულში, რომელიც ყოველთვის მათი ოცნება იყო. ემერალდა ენდრიუსი ნიჭიერი ბალერინა და მრავალი სილამაზის კონკურსების გამარჯვებული იყო მანამდე, ვიდრე იგი ბიჭად ანრიდ გადაკეთდებოდა. დედის მხარდაჭერით მან მოახერხა და სქესი შეიცვალა. ხოლო ბიჭუნა ლუკ ჰილმა, 15 წლის ასაკში აღიარა, რომ გადაიქცა გოგონად, კეიტად. წყვილმა ერთმანეთი ახალგაზრდა ტრანსექსუალთა შეკრებაზე გაიცნეს. მათ ერთმანეთი თავიდანვე მოეწონათ და ერთმანეთს გაუცვალეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჯინსები. ლუკის ახლა უკვე კეიტის მშობლები ცდილობდნენ, რომ თავისი ბიჭი გადაერჩინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მაგრამ იმის გამო, რომ კეიტმა ადრე თვითმკვლელობა სცადა, დედა იმდენად შეშინებული იყო შვილი რომ არ დაეკარგა, რომ თვითონვე დაეხმარა კეიტს სქესის შეცვლაში. ახლა წყვილი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და უზომოდ უყვართ ერთმანეთი. 632 6-ს მოსწონს |
))