x
image
worldsport.ge
პუიოლი: “ტიტოს წასვლა ჩვენთვის დიდი დარტყმაა”

imageკატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას წასვლას გუნდისთვის დიდ დარტყმად მიიჩნევს.
“ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა. ამის საშიშროება აქამდეც იყო, მაგრამ ახლა, ამ ყველაფრის გადატანა მაინც რთულია.
ამას არავინ ელოდა. გუნდში მომხდარს ძალიან განვიცდით, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა ყოველთვის პრიორიტეტულია.
ახალ მწვრთნელს დავეხმარებით ყველაფრით, რითიც შევძლებთ. ტიტო მოედანზე მაქსიმალურად დახარჯვას გვთხოვდა. ეს ისაა, რითიც მას დავეხმარებით. შევეცდებით, ჩვენი თამაშით მან სიამოვნება მიიღოს.” – აცხადებს კარლეს პუიოლი.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0