x
image
worldsport.ge
ჰაინკესმა “ბარსელონა” გამორიცხა

imageგასული საფეხბურთო სეზონის ტრიუმფატორმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა “ბარსელონას” დამრიგებლის პოსტზე ტიტო ვილანოვას შეცვლა გამორიცხა.
ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ვილანოვა “ბარსელონას” ტოვებს. მის სავარაუდო შემცვლელთა შორის იუპ ჰაინკესიც დასახელდა, ხოლო ესპანური სპორტული გამოცემების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში, გულშემატკივართა ყველაზე დიდი სიმპათიით სწორედ გერმანელი სპეციალისტი სარგებლობს. თუმცა, როგორც ირკვევა, ჰაინკესი სამწვრთნელო საქმიანობის უახლოეს მომავალში განახლებას არ აპირებს.
“ჩემი ჰობით და სპორტით ვარ დაკავებული. შინაურ ცხოველებსა და ბაღს ვუვლი. ამ ეტაპზე, რომელიმე კლუბის ჩაბარება წარმოუდგენლად მეჩვენება.” – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Sky Sports-ი.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

1
55
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
55
  
2013, 21 ივლისი, 21:15
ვაიმე ეს რომ დათანხმდეს აი არვიცი რა,რეალს უარი უთხრა კარიერას ვამთავრებო და ბარსა რა პონტში უნდა ჩაიბაროს,მესის და ნეიმარის ყურებას ბაღ-ვენახს მიხედო ჯობია :) მშვიდად მაინც დაიძინებ ხოლმე
0 1 1