x
image
t.x.
ვინ ესწრება ნინი ბადურაშვილის მშობიარობას? ჩამოვა თუ არა ირაკლი თბილისში ბავშვის სანახავად?

imageქართველების ყურადღება სამშობიაროსკენაა მიპყრობილი. აქ ნინი ბადურაშვილი მშობიარობს. ჟურნალისტები ელოდებიან პატარას დაბადებას.

ნინი საქართველოში ძალიან ცნობადი სახეა და ალბათ ყველასთვის საყვარელი ოჯახის შთამომავალი. ამიტომ მისი პოპულარობა არცაა გასაკვირი. ბოლო დროს განვითარებული არცთუ სასიამოვნო მოვლენების გამო, ნინი განსაკუთრებული ყურადღების ქარ-ცეცხლშია გახვეული. ალბათ მიხვდით, ლაპარაკია მისი და ირაკლი კუტალაძის ქორწინებაზე. სამწუხაროდ მათი ურთიერთობა აქამდე ვერ აეწყო. ნინის პაწიას კი ეს სულ არ ადარდებს. ყველა ქალს უხარია, როცა სამშობიაროში ქმარი გვერდით ჰყავს და თანაუგრძნობს. ნინის კი სამშობიაროში დედა-ეკა კახიანი ახლავს. ცოლ-ქმარს შორის გაჩენილი ბზარის მიუხედავად ძნელია დავიჯეროთ, რომ ირაკლის შვილის დაბადება არ აღელვებს. ნინი გოგონას ელოდება. image
სავარაუდოდ მისი სახელი ელენე იქნება. იქნებ პატარა ელენემ შეძლოს დედიკოს და მამიკოს შორის გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა? ნინის სამშობიაროდან ალბათ ორ-სამ დღეში გამოწერენ. იქნებ ამ დროისთვის მაინც მოინახულოს მამიკომ ელენე?

imageირაკლიც ივლისშია დაბადებული. სულ ახლახანს 6 რიცხვში მან თავისი დაბადების დღე მხიარულად აღნიშნა, რასაც მის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული სურათები და მილოცვები მოწმობს. აქ კი აღსანიშნავია, რომ მილოცვებიდან ნინის არც ერთი არ ეკუთვნოდა.

0
278
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0