ადრიანა გულახდილად აღიარებს, რომ მოდელისთვის ჩვეული
რაციონი და შეზღუდვები კვების მხრივ საერთოდ დავიწყებული ჰქონდა ორსულობის დროს, თავს
არაფერზე ეუბნებოდა უარს და შედეგამაც არ დააყოვნა,
15 კილოგრამი მოიმატა. აქედან გამომდინარე, საიმისოდ
რომ ისევ დაბრუნებოდა პოდიუმს და სასურველ გარეგნობას, ადრიანას საკმაო მონდომება და
შრომა დასჭირდა. მოდელი დღეში რამოდენიმე საათს ატარებდა სავარჯიშო დარბაზში, სადაც
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სპეციალურ
კარდიოვარჯიშებს. ამას გარდა მისი კვების რაციონიდან დიდი ხნით გაქრა ცომეული, ტკბილიეული და ხორციანი საჭმელი. ხოლო მშობიარობის შემდეგ რიგით პირველი ჩვენების წინ, რამოდენიმე დღით ადრე ადრიანა მხოლოდ
პროტეინის დიეტასა და წყალზე გადავიდა, რათა პოდიუმზე უნაკლო გარეგნობით გაეოცებინა პუბლიკა.
♛