შოუბიზნესი ტყავის ქურთუკი - ვარსკვლავების საშემოდგომო კაპრიზი 2012, 31 აგვისტო, 22:45 შემოდგომამ უკვე კარზე მოგვიკაკუნა.. თუმცა სამოსი, რომელიც ამ სეზონზე იქნება აქტუალური, უცხოური ტაბლოიდების განხილვის საგანი უკვე არაერთგზის გახდა. გაირკვა, რომ ამ ეტაპზე, ვარსკვლავების საშემოდგომო "აჩემება" სხვადასხვა ფერის ტყავის ქურთუკები ყოფილა. ამგვარი ქურთუკის ტარება, მიზანშეწონილია მაისურებთან, თხელ ქვედაბოლოებთან, ლოსინებთან და ჯინსის ულტრა-მოკლე შორტებთან ერთად. ამ ყველაფერს უხეშ ბათინკებსაც თუ დავუმატებთ და ზაფხულის ნამზეურიც ჯერ კიდევ "ფორმაშია" თქვენს ტანზე, თავი ერთერთ ყველაზე მოდურ გოგოდ შეგიძლიათ მიიჩნიოთ. მეტი ინსპირაციისთვის კი გადახედეთ ფოტოებს.. 1167 5-ს მოსწონს 1-ს არა
|