x
image
worldsport.ge
ჩაბი ალონსოს დაბრუნება გადაიდო

imageმადრიდის “რეალი” ახალ სეზონს ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს გარეშე დაიწყებს. ესპანური პრესის ცნობით, ტრავმირებული ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი საზარდულის ოპერაციის შემდეგ იმაზე ნელა მიდის, ვიდრე ექიმები ელოდნენ.
“სამეფო კლუბის” დამრიგებელ კარლო ანჩელოტის იმედი ჰქონდა, რომ ალონსო წინასასეზონო მოსამზადებელი ციკლის დასკვნით ფაზაში მაინც შეძლებდა დაბრუნებას, მაგრამ ეს უკვე გამოირიცხა. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი მინდორზე სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გავა.
ამჟამად ჩაბი ალონსო ინდივიდუალური პროგრამით, სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
46
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
46
  
2013, 17 ივლისი, 12:10
ჩემი ჩაბიტო
0 1 1