ქალი და მამაკაცი სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე ცხელ დღეებს ბათუმში ერთად ატარებენ 2013, 17 ივლისი, 1:49 სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო და მალევე შეიყვარა. მოცეკვავეები შეყვარებულებიც გახლდნენ. ერთად არაერთ დაბრკოლებას გაუძლეს. სალომეს მამამ ცეკვაც კი აუკრძალა, არ უნდოდა, რომ გიგისთან ურთიერთობა ჰქონოდა. რომანმა 8 წელს გასტანა, წყვილი პრესას საერთო ინტერვიუებითაც ანებივრებდა და სიყვარულის ისტორიასაც ხშირად გვიამბობდა. წლების მანძილზე ნაშენები ურთიერთობა კი სულ ცოტა ხნის წინ დაინგრა. აღმოჩნდა, რომ გიგი და სალომე ბათუმში ერთად იმყოფებიან. გავრცელდა ჭორებიც, წყვილი შერიგდაო. გავრცელებული ხმები მხოლოდ სასიამოვნო ჭორი აღმოჩნდა. გიგი და სალომე, ორივენი სტუდია "თელაში" მუშაობენ და ბავშვები ზბორებზე ჰყოლიათ წაყვანილი. წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა წარსულს ჩააბარა, ახლა მხოლოდ მეგობრები არიან. რა გახდა განშორების მიზეზი საზოგადოებისთვის ჯერ ისევ უცნობია, წყვილი დუმს. უამრავი ჭორი გავრცელდა, სალომეს ხან მამულიჩასთან, ხანაც გიორგი ვარდოსანიძესთან რომანი დააბრალეს, გიგიც არა-ერთ ქალბატონთან დააწყვილეს. წყვილის მტკიცებით, ურთიერთობაში მესამე პირი არ ჩარეულა. ასეა თუ ისე, რომანი დასრულდა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ზღვამ, პალმებმა და რომანტიკულმა გარემომ თავისი გაიტანოს და ზოგიერთებს ძველმა სიყვარულმაც შეახსენოს თავი. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 268 4-ს მოსწონს 1-ს არა
|