x
image
worldsport.ge
კიევის “დინამო” უკრაინის ყველაზე “ძვირფასი”კლუბია

imageუკრაინის ჩემპიონატის დაწყების წინ transfermarkt.de-მ იქ მოთამაშე ფეხბურთელების ღირებულების შესახებ ინფორმაცია განაახლა. ყველაზე “ძვირფასი” კიევის “დინამო” აღმოჩნდა, რომლის შემადგენლობა 142, 4 მილიონ ევროდაა შეფასებული. მას ოდნავ ჩამორჩება დონეცკის “შახტარი” – 139 მილიონი. დანარჩენები კი საკმაოდ უკან არიან. მაგალითად, მეორე ადგილზე გასული ხარკოვის “მეტალისტის” ღირებულება 87, 85 მილიონია. კიდევ ერთი საინტერსო დეტალი: ლვოვის “კარპატი”, რომელიც შარშან უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა, 20 მილიონით მე-5 ადგილზე დგას.
1 (3) “დინამო” (კიევი) - 142 400 000 ევრო
2 (1) “შახტარი” (დონეცკი) – 139 200 000
3 (2) “მეტალისტი” (ხარკოვი) – 87 850 000
4 (4) “დნიპრო” (დნეპროპეტროვსკი) – 85 850 000
5 (14) “კარპატი” (ლვოვი) – 20 000 000
6 (5) “მეტალურგი” (დონეცკი) – 19 600 000
7 (6) “ჩერნომორეცი” (ოდესა) – 19 300 000
8 (12) “ვორსკლა” (პოლტავა) – 17 300 000
9 (-) “სევასტოპოლი” (სევასტოპოლი) – 16 550 000
10 (9) “ილიჩივეცი” (მარიუპოლი) – 16 500 000
11 (8) “არსენალი” (კიევი) – 13 950 000
12 (10) “ზორია (ლუგანსკი) – 13 050 000
13 (11) “ტავრია” (სიმფეროპოლი) – 12 800 000
14 (15) “ჰოვერლა” (უჟგოროდი) – 12 450 000
15 (16) “მეტალურგი” (ზაპოროჟიე) – 11 250 000
16 (13) “ვოლინი” (ლუცკი) – 10 125 000
ფრჩხილებში მოყვანილია გუნდის მიერ გასულ სეზონში დაკავებული ადგილი. “სევასტოპოლი” წლეულს აღზევდა პრემიერლიგაში.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0