x
image
worldsport.ge
მარკინიოსის ტრანსფერზე ახალი არაფერია

image“რომას” მცველ მარკინიოსის აგენტმა ჯულიანო ბერტოლუჩიმ ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ხმების მიუხედავად, 19 წლის ბრაზილიელის გადაბირების მსურველი კლუბებისგან ჯერ არცერთი კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია.
“ბევრი მსურველის შესახებ იწერება და ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ოფიციალური წინადადებით აქამდე არავინ შემხმიანებია. ვადასტურებ, რომ ბარსელონაში ვიყავი საქმიან შეხვედრაზე, ოღონდ მარკინიოსთან დაკავშირებით არა”, – თქვა ბერტოლუჩიმ.
შეგახსენებთ, “რომას” ხელმძღვანელობა მზადაა, ბრაზილიელ ლეგიონერს 25 მილიონ ევროდ შეელიოს. ფეხბურთელის მსურველ კლუბებს შორის ევროპული სააგენტოები ყველაზე ხშირად “ბარსელონას” და “პარი სენ-ჟერმენს” ასახელებენ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0