რჩევები მოდური იმიჯი მარტივად ანუ თეთრი კაბის მაგია (+ბევრი ფოტო) 2013, 9 ივლისი, 16:12 ისევ დაგიბრუნდით საჭირო რჩევებით, რომელიც ძირითადად ქალებისთვის ასე საჭირბოროტო ჩაცმა-დახურვის თემატიკას ეხება. ამჯერად წერის მუზა, ჩემმა ახალმა ტილოს სარაფანმა "მასტუმრა", რომელიც რამოდენიმე დღის წინ შევიძინე. ზაფხულის სეზონზე, მით უმეტეს როცა გარეთ უკვე ასატანზე მეტად ჩამოცხა თეთრ, მოკლე კაბასა და სანდლებზე უფრო კომფორტულ სამოსს იშვიათა იპოვნით. კაბა სასურველია მაქსიმალურად თაისუფალი და მოკლე იყოს. თავისუფალი იმიტომ რომ მოდურთან ერთად, მეტ სიგრილეს შეგინარჩუნებთ ტანზე, მოკლე კი იმიტომ რომ სანდლებამოცმული გარუჯული ფეხები ლამაზად გამოჩნდეს თეთრი კაბის ფონზე. მოკლედ კიდევ ერთი დღის მოდური აუტფიტი ჩემგან ასეთია: თეთრი კაბა (სარაფანი), მასალა შეიძლება იყოს ტილო, შიფონი, ბატისტა და ა.შ მკვეთრი ფერის ლაქი (სასურველია ფირუზისფერი, ყვითელი, ბორდოსფეი, ელექტრიკი ლურჯი) და სანდლები (აქაც სასურველია თუ რომელიმე მკვეთრ და ზაფხულის ფერს შევარჩევთ. ამგვარ იმიჯს ასევე უხდება, მასიური სამაჯურების ნაკრები და კონწიალა ყელსაბამი, ფერადი თვლებით. მოკლედ გადახედეთ ჩემ მიერ შერჩეულ ლუქებს და შეეცადეთ თავადაც დაუმატოთ მათ სასურელი დეტალი, ფანტაზიის მიხედვით. მე კი მომავალ სტატიამდე გემშვიდობებით! 3498 9-ს მოსწონს
|