x
image
worldsport.ge
“სიტი” შვებულებიდან გამოვიდა

imageორშაბათს, “მანჩესტერ სიტი” შვებულების შემდეგ პირველად შეიკრიბა. ახალმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ, ფეხბურთელებს ხელი ჩამოართვა და მოთელვაც გახურდა. ყველას აინტერესებს როგორ შეეთვისება გუნდს ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო, რომელიც “ქალაქელებმა” დონეცკის “შახტარიდან” 30 მილიონ გირვანქად იყიდეს. ფერნანდინიო მანჩესტერში კვირას ჩაფრენილა და წინა დღეს თავის ტვიტერში დაუწერია: “ახლა ძილის დროა. ორშაბათს ვარჯიშები გვეწყება და ძალიან ვნერვიულობ.”
ჟურნალ Four Four Two-ს კი უთხრა: “ბავშვობაში დიდი ბრაზილიელი მეკარის, კლაუდიო ტაფარელის ქომაგი ვიყავი და მეც კარში ჩადგომაზე ვოცნებობდი, მაგრამ ღმერთის წყალობით, მამაჩემმა მეკარეობა ამიკრძალა და ბედნიერი ვარ, რომ ნახევარდაცვაში ვთამაშობ. ახლა, ინგლისურის სწავლასაც ვაპირებ, თუმცა ესპანურადაც კარგად ვლაპარაკობ”. D
დონეცკიდან წამოსვლის დროს, მას საგანგებო მაისურა აჩუქეს, რომელზეც ციფრი 284-ია გამოსახული. ამდენი მატჩი ჩაატარა მან შახტარელთა შემადგენლობაში.
ბაზაზე იყო სამირ ნასრიც, რომელიც წინა სეზონში მთლად ყოჩაღად ვერ გამოიყურებოდა და ახლა, ახალი მწვრთნელისთვის თავის მოწონებას შეეცდება. განსაკუთრებით აქტიურები კი სკოტ სინკლერი, ჯეიმს მილნერი და მიკა რიჩარდსი იყვნენ, რომლებიც იმედოვნებენ, რომ სეზონს სასტარტოში დაიწყებენ.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0