სხვა ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ფეხების პატრონები ერთმანეთს შეხვდნენ(+ ფოტოები) 2013, 8 ივლისი, 13:21 მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ფეხების პატრონები ერთმანეთს შეხვდნენ. დიდი ფეხების პატრონი მამაკაცია, პატარა ფეხების კი ქალი. ის მამაკაცთან შედარებით თოჯინას ჰგავს. ბრაჰიმ ტაკაოულაჰი, რომლის ფეხი 1 ფუტი და სამი დიუმია, (შეგახსენებთ, რომ 1ფუტი=12 დიუმს=30, 48 სმ) ოთხჯერ მეტია, ვიდრე ჯიოტი აგმეს ფეხი. 19 წლის ჯიოტი ინდოეთიდანაა, ნაგპურიდან. ის მთლიანად სულ 2 ფუტის სიმაღლისაა. 31 წლის გიგანტს ფეხსაცმელს სპეციალურად უკერავენ, ქალს კი ყველაზე პატარა ზომა ბავშვის ფეხსაცმელი აცვია. წყვილი ერთმანეთს იმიტომ შეხვდა, რომ ჩვენთვის თავიანთი "მშვენიერი ფეხები" ეჩვენებინა. 219 5-ს მოსწონს
|