x
image
nukrichanturia
ცოლ-ქმრული ღალატის მითოლოგია
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქორწინებაში მყოფ მამაკაცთა მესამედი და ქალთა მეოთხედი ღალატისადმია მიდრეკილი და მეუღლისათვის ერთხელ მაინც უღალატია.

image მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ნეგატიურადაა განწყობილი ცოლ-ქმრული ღალატისადმი, სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ დაქორწინებულ მამაკაცთა 25% და გათხოვილ ქალთა 17% მეუღლეს მუდმივად ღალატობს. ღალატის შესახებ უამრავი მითი არსებობს.

პირველი მითი - ღალატი მხოლოდ სექსუალური ურთიერთობით განისაზღვრება.

სინამდვილეში უამრავმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ცოლ-ქმრული ღალატი მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობას არ ნიშნავს. ძალიან ხშირად ქალებიც და მამაკაცებიც საყვარელთან იმ გრძნობებსა და დამოკიდებულებას ეძებენ, რომლებსაც ქორწინებაში მოკლებულნი არიან, მაგალითად ურთიერთგაგებას, მზრუნველობას, აღფრთოვანებას და ა.შ. ასეთ შემთხვევებში სექსუალურ ურთიერთობაზე მეტად ადამიანებს სწორედ ის გრძნობები და სულიერი სიახლოვე ხიბლავთ, რომლებზეც ვისაუბრეთ.


მეორე მითი - ღალატისაკენ მიდრეკილება ადამიანის თვისებაა

ადრე საზოგადოება ალკოჰოლიზმსაც იმავე პრინციპით უდგებოდა. ეს სუსტი ხასიათის გამოვლენად ითვლებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ასე არ არის. უამრავი გამოკვლევით მტკიცდება, რომ, თუ ოჯახში მშობლები ერთმანეთს ღალატობენ, მოგვიანებით შვილებიც იმავეს იმეორებენ.

მესამე მითი - ღალატი კურნავს.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ სასიყვარულო ინტრიგებით მეუღლეები იმ დანაკლისის შევსებას ცდილობენ, რასაც კანონიერი ქორწინებაში მოკლებულნი არიან. მაგრამ ეს სახიფათო შეცდომაა, რადგან სექსუალური პარტნიორების სიმრავლე შარდსასქესო ორგანოების ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადებების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ხშირი ღალატი შესაძლოა ოჯახის დანგრევის მიზეზიც გახდეს.

მეოთხე მითი - ღალატი უწყინარია

უამრავ მხატვრულ ფილმში, რომლებიც კინომატოგრაფიის კლასიკადაა აღიარებული, ღალატი უწყინარად, ლამაზად, ვარდისფერ ფერებშია ასახული. რეალობაში, სამწუხაროდ, ღალატი მეუღლეებს შორის ურთიერთნდობას, სიყავრულსა და პატივისცემას ანადგურებს, ხშირ შემთხვევაში ოჯახისა და კარიერის დანგრევის საფუძველიც ხდება. გავიხსენოთ ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა მონიკა ლევინსკისთან კინაღამ პრეზიდენტის პოსტის დატოვების ფასად დაუჯდა.

მეხუთე მითი - ცოლი (ქმარი) ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს.

ღალატის გამო მხოლოდ ოჯახთა მცირე ნაწილი გადაურჩა დანგრევას. ფსიქოლოგთა აზრით, არაფერს ისე სწრაფად და მტკივნეულად არ შეუძლია გაანადგუროს ქორწინება და ოჯახი, როგორც ცოლ-ქმრულ ღალატს.

image
























3
190
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
190
  
2013, 7 ივლისი, 12:50
მოღალატე მოღალატეა და ჩემთვის არანაირ განმარტებას არ ექვემდებარება )
2013, 7 ივლისი, 0:46
გეთანხმები
2013, 7 ივლისი, 0:37
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვცადოთ ღალატის გამარტლება მე მაინც ერთ აზრზე ვარ ღალატი ყველაფერს ამტავრებს და ვინც რჩება ის იდიოტია
0 1 3