ქალი და მამაკაცი ათი მცნება სიყვარულის შესანარჩუნებლად 2013, 6 ივლისი, 19:47 სიყვარული ისეთი რამაა, რასაც დანახვა, დაფასება და შენარჩუნება სჭირდება. როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის სიყვარულით ოჯახის შექმნა მთავარი ოცნებაა. ხშირად დაოჯახების შემდეგ, შეყვარებული წყვილი ისე აღარ გამოიყურება, როგორც ქორწინებამდე. ოჯახური რუტინა სიყვარულს ელფერს უკარგავს. თუ მამაკაცი ოჯახურ ცხოვრებაში სადავეებს ხელში აიღებს, ადვილი შესაძლებელია სიყვარული არ გახუნდეს და სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოთ. გთავაზობთ ათ მცნებას, რომლებიც ნამდვილმა მამაკაცმა ოჯახში უნდა გამოიყენოს:
1. იყავით ფაქიზი და ყურადღებიანი ქორწინების პირველ თვეს, პირველ წელს და პირველ ათწლეულში. ცოლებს ქმრების ყურადღება და სითბო ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდებში სჭირდებათ.
2. ეცადეთ, ცოლს ხშირად უთხრათ ალერსიანი სიტყვები. ქალის ხასიათი პლასტელინს ჰგავს - რაც უფრო ხშირად შეეხებით ხელით, მით უფრო რბილი და მოქნილი გახდება.
3. ეცადეთ, იყოთ მრავალფეროვანი კომპლიმენტებსა და ცოლისთვის მირთმეულ საჩუქრებში. ერთი და იგივე სიტყვები დროთა განმავლობაში ფასს კარგავს.
4. სამსახურში წასვლისას და სახლში დაბრუნებისას ცოლს აკოცეთ. ამისთვის დიდი შრომა არ მოგეთხოვებათ და არც ფინანსებია საჭირო. კოცნა ცოლს თქვენს სიყვარულში დაარწმუნებს. თუ დილით ამბორით დაემშვიდობებით, საღამოს კარგ ხასიათზე დაგხვდებათ. 5. თუ გინდათ, რომ ცოლმა უფრო მეტად შეგიყვაროთ და პატივი გცეთ, ოჯახში ყველაზე მძიმე სამუშაო საკუთარ თავზე აიღეთ. 6. ნუ ეცდებით, გაანალიზოთ ქალის ლოგიკა, ნუ იქნებით პრინციპული ოჯახურ კონფლიქტებში. გახსოვდეთ, რომ კონფლიქტის დროს, დათმობა სჩვევია მას, ვინც ჭკვიანი და კეთილია. 7. ოჯახში მუდმივად ცუდ ხასიათზე ნუ იქნებით. ქალისთვის ყველაზე მძიმე ასატანი უხასიათო მამაკაცია. 8. ხანდახან ცოლს სხვა მამაკაცის თვალით შეხედეთ. 9. ნუ იჩქარებთ გაყრას. გახსოვდეთ, იდეალური ცოლი არ არსებობს, ყველა ქალს თავისი უარყოფითი თვისება - უცნაურობა და ჭირვეულობა ახასიათებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ცოლთან დაშორების შემდეგ, მეორე უფრო იდეალური იქნება. ამ მხრივ გარანტიები არ არსებობს. 10. გახსოვდეთ, რომ ყველა ქალს, მათ შორის ცოლსაც, თავისი ხიბლი აქვს, ზოგს შეიძლება - მეტად გამოხატული, ზოგს კი - ნაკლებად. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეთ ცოლის ხიბლი, ესეიგი ცუდად ეძებთ. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ნამდვილი მამაკაცია ის, ვინც ერთ ქალს მაინც გააბედნიერებს. 324 11-ს მოსწონს |
თუმცა ქალებსაც არ აწყენდათ ასეთი რჩევები!