სხვა 16 კაციანმა ბანდამ ქალს საქმრო მოსტაცა 2013, 6 ივლისი, 15:26 33 წლის მარკეტინგის მენეჯერი ოლიე მაკანინჩი თავის საცოლესთან, კლერ ჰარტთან ერთად ავტომანქანით ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობდა. მათ ავტომობილს ბანდა მიუახლოვდა და გააჩერა. გარშემო ნიღბიანები შემოესივნენ და ყვირილი დაუწყეს. მანქანას ირგვლივ კვამლის გამშვები ყუმბარები შემოუწყეს. ოლი მანქანიდან გადმოათრიეს, პირში ჩვარი ჩასჩარეს და ფურგონში შეაგდეს. თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, სამხედრო და სპორტულ კომბინიზონებში ჩაცმულნი. 30 წლის კლერი ძალიან შეშინებული იყო ოლის მოტაცების გამო. თვითონ ის კი მოტაცების ადგილზე მიატოვეს. ოლი დაახლოებით 100 მილი სიწყნარეში ატარეს, შემდეგ გადმოსვეს ფურგონიდან, გახადეს ტანსაცმელი, ჩააცვეს საოცარი დიზაინის საბანაო კოსტიუმი, მისცეს რუკა, შემოსვეს ველოსიპედზე და გაუშვეს. თან დაარიგეს, რომ კლერს ერთი თვის განმავლობაში არ გაჰკარებოდა. ოლი ძალიან შეშინებული იყო. ის ამბობს, რომ ორ საათზე მეტ ხანს იჯდა ფურგონში და სიცოცხლეში ყველაზე მეტად შევშინდიო. ოლი ფიქრობდა, რომ კლერის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. თავდასხმა სამხედრო სტილზე იყო ორგანიზებული. მისი შემკვეთი კი თვით ოლის მეგობარი კევინ ჰარდინგი აღმოჩნდა. კევინი ამბობს, რომ ეს ძალიან სახალისო იყო და რა თქმა უნდა, მას მეგობარი ძალიან უყვარს. თუმცა მისი მეგობარი(ოლი) ძალიან შეშინებულია და ამბობს, რომ შიშისგან კინაღამ ჩაისველა როცა ფურგონში ტენიდნენ. მას მერე ოთხი დღე გავიდა და ოლი მეგობარს შეურიგდა. ქორწილშიც კი დაპატიჟა. თან ფიქრობს სამაგიერო როგორ გადაუხადოს. 63 5-ს მოსწონს
|