სხვა ადამიანების სისასტიკე ზღვარს სცდება 2013, 6 ივლისი, 13:45 ეს პატარა 3 წლის ოლივიაა. ის სასიკვდილდ განწირული მიატოვეს. პატარა გოგონა დედასთან ერთად გზის განაპირას იდგა. როცა გამაოგნებელი სისწრაფით ჩამოუქროლეს მოტომრბოლელებმა. ოლივია პოლარდს ერთ-ერთი მოტოციკლი დაეჯახა და ჰაერში აისროლა. გასაოცარი კი ის არის, რომ არცერთს სიჩქარეც კი არ შეუნელებია. ოლივიას დედა ჯესიკა იხსენებს, რომ მხოლოდ ერთმა, მეორე მოტოციკლისტმა მაბრუნა თავი და შეხედა ჰაერში ასროლილ ბავშვს. ოლივია ჩუმად იყო და გარშემო ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. ბავშვი წყნარად სთხოვდა დედას ჩახუტებოდა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უამრავ მოტეხილობებთან ერთად, გატეხილი აქვს თავის ქალაც. მდგომარეობა უმძიმესი იყო. ორი მოტოციკლისტის დაკავება შეძლეს, მესამე ჯერაც იძებნება. 2327 15-ს მოსწონს
|