შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილი-"უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის!" 2013, 6 ივლისი, 13:37 მას შემდეგ რაც 9 თვის ორსული, ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრების გარშემო სკანდალი აგორდა, მთელი ქართული საზოგადოება სხვა არაფერზე აღარ საუბრობს. ნინის სოციალურ გვერდ "ფეისბუქზე" უამრავი კომენტარები იწერება და ყველა ცდილობს გაამხნევონ ნინი და მხარში დაუდგნენ. ესენი არიან როგორც მისი ცნობილი შოუბიზნესელი მეგობრები, ასევე ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებიც აღშფოთებულნი არიან ნინის ყოფილი მეუღლის, ირაკლი კუტალაძის მიერ ჟურნალ "თბილისელებში" მიცემული ინტერვიუთი. გთავაზობთ ერთ-ერთი ნინის გულშემატკივრის კომენტარს: "ხალხნო, რატომ ლანძღავთ არ მესმის, დარწმუნებული ვარ შერიგდებიან, ჭეშმარიტება გაიმარჯვებს, სიყვარული ასე მარტივად და უცებ არ კვდება. უბრალოდ გაურკვევლობაში არიან ორივე. დარწმუნებული ვარ ბავშვის სახელსაც ერთად მოიფიქრებენ. ნინი, მხნედ დადექი და ბოროტ ენებზე არ ინერვიულო, საკუთარ გულის ხმას მოუსმინე მხოლოდ. სიყვარულს ყველგან ვერ იპოვნი. შეიძლება შეიცვალო სარწმუნოება, პოლიტიკური შეხედულებები, საცხოვრებელი ადგილი, მანქანა და ა.შ. მაგრამ ვერასდროს შეიცვლი სიყვარულს ! დაფიქრდი, იქნებ გიყვარს კუტალაძეების საამაყო შვილი, იქნებ თქვენს შორის ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ყველაფერი?! ბოლოს და ბოლოს შვილი გაერთიანებთ, რაც არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ ყველამ თქვენს ურთიერთობაზე იჭორაოს. უმამოდ გაზრდილი ბავშვი მაგონებს უთავსახურო მაწვნის ქილას, ხოლო თუ მაწონს თავზე არ ახურავს, ის შეიძლება ამჟავდეს. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით, შორეული კრიპტონიდან საუკეთესო სურვილებით თქვენი Atuka-Ak." და კიდევ უამრავი კომენტარები, რომლითაც ცდილობენ ნინის გული გაუმაგრონ, თუმცა არიან განსხვავებული აზრისანიც, რომლებიც ირაკლის ამართლებენ. გარდა კომენტარებისა ნინის პირადშიც წერენ და ცდილობენ გვერდში დაუდგნენ. ნინი ვინაიდან ვერ ახერხებს ყველა წერილზე პასუხის გაცემას, ამიტომ თავისი პროფილის გვერდზე უხდის თავის გულშემატკივრებს მადლობას: "უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის! ინბოქსში ძალიან ბევრი თბილი მესიჯი მომდის, რაც ძალიან დიდ ძალას მაძლევს! ყველას ბედნიერებას გისურვებთ ჩემს გულშემატკივრებს და არა გულშემატკივრებს! პატივისცემით ნინი ბადურაშვილი!" 1610 4-ს მოსწონს 1-ს არა
|