x
image
worldsport.ge
კასანომ მაცარი დაადანაშაულა

imageიტალიური “პარმას” ახალწვეულმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ მილანის “ინტერის” დატოვება გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ აიძულა.
Football Italia-ს ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში გუშინ ოფიციალურად წარადგინეს, რის შემდეგაც ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და “ნერაძურის” დატოვების მიზეზებზე ანტონიომ სწორედ იქ ისაუბრა.
“სანამ მაცარი “ინტერთან” კონტრაქტს გააფორმებდა, ის ამბობდა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი ვიქნებოდი. მაგრამ, როგორც კი კლუბში მოვიდა, მითხრა, რომ ჩემოდანი უნდა ჩამელაგებინა”, - აღიარა კასანომ.
მაცარიმ, რომელიც ამ ფეხბურთელთან ერთად “სამპდორიაში” მუშაობდა, ბრალდებას მალევე უპასუხა: “არც კი ვიცი, როგორ შეიძლებოდა მესაუბრა ამა თუ იმ ფეხბურთელის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაზე მაშინ, როდესაც ვარჯიში არც კი დაგვიწყია. კასანოს ბოლოს ჩემპიონატის პირველი წრის მსვლელობისას, “ინტერსა” და “ნაპოლის” შეხვედრისას ვესაუბრე - მივესალმე და მეტი არაფერი ყოფილა”.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0