x
image
worldsport.ge
“ბარსელონა” ტიაგო სილვას ბრაზილიაში მოელაპარაკება

imageკატალონიის “ბარსელონამ” ტიაგო სილვასთან მოსალაპარაკებლად თავისი წარმომადგენელი რაულ სანლიეხი ბრაზილიაში აფრინა. Intereconomia.com-ის ცნობით, ესპანელი კონფედერაციის თასის ფინალის შემდეგ სცდის პსჟ-ს კაპიტანთან მოლაპარაკებას.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინათ, სანლეხი ბრაზილიაში იმყოფებოდა და “სანტოსთან” ნეიმარის ტრანსფერიც სწორედ მან გაჩარხა. ამჯერად, კატალონიელთა მიზანი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველის ხელში ჩაგდება იქნება.
თავის მხრივ, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი აცხადებს, რომ ტიაგო სილვა გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ, 2017 წლამდე დარჩება.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0