x
image
lady.ge
ზაფხულის მოდა ანუ მოდურად და იაფად ჩაცმის ხელოვნება

imageალბათ იცით, ჩემი საყვარელი თემატიკა ცნობილი ადამიანების "თვალთვალი" და მოდურ ტენდენციებზე ჭორაობაა. ამჯერადაც არ ვუღალატებ ჩვეულებას და საზაფხულო გარდერობის დაკომპლექტების კუთხით მოგაწოდებთ იდეებს და ჩემეულ რჩევებს იმაზე, თუ როგორ ვიყოთ მოდური და ლამაზი, ისე რომ ამაზე კოლოსალური თანხები არ დავხარჯოთ. მე როგორც ქრონიკულმა "შოპოჰოლიკმა" თბილისში, ნებისმიერი ქუჩა და იქ არსებული მაღაზიების რესურსი და ქრონოლოგია-ანთოლოგია ვიცი ზეპირად, ამიტომ მინდა სრული გულწრფელობით გითხრათ სანამ რომელიმე ფეშენებუელურ "ბუწიკში" მიაფშვნიტავთ კოლოსალურ თანხას მორიგი კაბის ან აქსესუარის შეძენას, ჯერ გულდასმით გადახედეთ შედარებით უფრო პერიფერიული უბნების მაღაზიებს.. მერწმუნეთ, ზუსტად იგივე ნივთვს ხშირად ნახევარ ან სულაც მეოთხედ ფასად აღმოაჩენთ სადმე. ამიტომ ნუ იჩქარებთ ფულის ხარჯვას, მანამ სანამ არ დარწმუნდებით რომ ეს სწორი საქციელია. დანაზოგით ხომ უამრავი ლამაზი აქსესუარის შეძენა შეგიძლიათ. მოდურად ჩაცმა კი ზუსტად ამ აქსესუარების ხარჯზეა შესაძლებელი.

ზაფხული ჩემთვის ჩაცმა-დახურვის მხრივ, ერთერთი ყველაზე "კრეატიული" პერიოდია. ეს იმიტომ რომ მხოლოდ ამ დროს გაქვს საშუალება, უბრალო ტილოს სარაფანით, სწორად შერჩეული სათვალით და ფერადი აქსესუარებით, შეიქმნა განუმეორებელი და ყველაგან გამორჩეული იმიჯი. ამიტომ ჩემო კარგებო, სანამ შემოსავლის სიმცირეს დააბრალებთ იმას რომ ისე ვერ გაცვიათ როგორც გინდათ, არასოდეს გექნებათ სხვებისგან გამორჩეული იმიჯი.. მოდურად ჩაცმა ფინანსების რაოდენობაზე კი არა ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული. მოკლედ, თუ ჭკუა გიჭრის ადამიანს უბრალო ჩითის კაბის, ლამაზი ფრის ლაქის, სათვალის და ბევრი ორიგინალური აქსესუარის მეშვეობითაც მონახავთ საკუთარ, განუმეორებელ სტილს.. მთავარია ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. imageimageimageimageimageimageimage







2
1126
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1126
  
2013, 1 ივლისი, 1:44
მათალია,მე ზოგჯერ თვითონ ვიკერავ კაბებს,მაისურებს და შარვლებსაც კი:)ბეჭდებს,მძივებს,საყურეებს და ა.შ თვითონ ვაწყობ,განსხვავებულიცაა და ექსკლუზიურიც:)მადლობა კარგი სტატიისთვის:)
2013, 1 ივლისი, 1:09
ესეთი კარგი დიდიხანია არაფერი წამიკითხავს აქ,ესე გარკვევით დაწერილი ყველაზე საინტერესო თემა ჩემთვის.ტან მე და შენ ძალინ ვგევართ ამ თემაში ერთმანეთს
0 1 2