x
image
worldsport.ge
გერმანული პრესა: ყენია “ფორტუნასთან” კონტრაქტს გააფორმებს

imageლევან ყენიამ დიუსელდორფის “ფორტუნაში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ გერმანული ინტერნეტგამოცემა rp-online.de იუწყება.
ყენიას უკრაინულ ლვოვის “კარპატისთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და მომავალი სეზონის წინ, მან ხელფასის დაკლებაზე და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა.
“ფორტუნამ” საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის თაობაზე ლვოველებს ოფიციალური წინადადებით მიმართა და ყენიაც დიუსელდორფში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა.
“კარპატი” ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 300000 ევროს მიიღებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0