x
image
თამუნა გეწაძე
შეიქმნა შოკოლადი წონის შესამცირებლად.
image


შოკოლადი ძალიან გემრიელი ტკბილეულია და იშვიათად ვნახავთ ადამიანს, რომელსაც ის არ უყვარს.სამწუხაროდ შოკოლადი ძალიან კალორიულია და ის მალე აისახება ჩვენს წონაზე.ადამიანები რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ წონას, იძულებული არიან უარი თქვან მის მიღებაზე. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ყველას უჭირს მისი ჩანაცვლება თუნდაც, უმი ბოსტნეულით.

მატემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა და პატარა საკონდიტროს მფლობელმა, ანიშ პოტატმა, შეიმუშავა შოკოლადის ფორმულა, რომელიც გახდომას უწყობს ხელს.ამისათვის მან კაკაოს, ცხიმის ნაცვლად შეურია არომატიზირებელი წყალი და მისი მეშვეობით 500 გრამი შოკოლადი240 კალორიის ნაცვლად შეიცავს 20 გრამ კალორიას. "ჩემმა ძალიან დიდმა სიყვარულმა შოკოლადის მიმართ, შემაძლებინა, რომ შემექმნა ფორმულა ამ უნიკალური ტკბილეულის, რომელსაც შენერჩუნებული აქვს საგემოვნო თვისებები და ხარისხი და ცუდად არ აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და წონაზე"-აცხადებს კონდიტერი. ანიშს გადაწყვეტილი აქვს გახსნას მაღაზია, სადაც შესაძლებელი იქნება ამ შოკოლადის შეძენა " მე შევქმენი შოკოლადი, რომელიც გაახარებს ადამიანებს და ზიანს არ მიაყენებს მათ ფიგურას"- თქვა ანიშ პოტატმა.

ბრიტანეთის დიეტოლოგიის ასოციაციის დოქტორი, სარა შენკერი, თვლის, რომ დიეტური შოკოლადი კარგი შემცვლელია ჩვეულებრივის, მაგრამ მისი მიღების დროსაც საჭიროა დავიცვათ ნორმა. " მე ვთვლი რომ მისაღები საკვების ზომა ყოველთვის უნდა დავიცვატ იმ დროსაც კი როცა დიეტურ საკვებს და მათ შორის დიეტურ შოკოლადს ვიღებთ"-განაცხადა მან.



image

image


image

0
49
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0