ხორვატმა სპეციალისტმა სლავენ ბილიჩმა “ბეშიქთაშთან” ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. სტამბოლური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბილიჩი მთავარ მწვრთნელად უახლოესი სამი წლის განმავლობაში იმუშავებს. ამასთან, პირველ წელს მისი წლიური ხელფასი 1, 5 მილიონი ევრო იქნება, მეორე და მესამე წლებში კი 100-100 ათასით გაიზრდება.
შეგახსენებთ, გუშინ უეფამ “ბეშიქთაში” მოახლოებული ევროტურნირებიდან მოკვეთა. მიზეზად კი თურქეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი დასახელდა.
www.worldsport.ge