x
image
worldsport.ge
ფელიპე ანდერსონი “ლაციოსთვის” შეუტევს

image“სანტოსისა” და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს. სამხრეთამერიკული კლუბის ვიცეპრეზიდენტ ოდილიო როდრიგესის განცხადებით, ტრანსფერს წინ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება უძღოდა.
მხარეები საერთო ენის გამონახვას Doyen Sports-ის ხელმძღვანელობის გაჯიუტების გამო ვერ ახერხებდნენ. სწორედ ეს ინგლისური ფირმა ფლობს ანდერსონის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ “ლაციო” “სანტოსს” 4 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო Doyen Sports-ს – 3, 8 მილიონს. გარდა ამისა, რომაელები ბრაზილიელი ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერიდან აღებული თანხის 25 პროცენტს უმალ “სანტოსის” ანგარიშზე ჩარიცხავენ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0