x
image
worldsport.ge
პრანდელი: “ესპანეთის დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ...”

imageიტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ კონფედერაციათა თასის ნახევარფინალის წინ, მომავალი მეტოქის – ესპანეთის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, ეს ორი ნაკრები ერთმანეთს შარშან, ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც დაუპირისპირდა და მაშინ ესპანელებმა იმარჯვეს.
“ესპანეთის ძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია, რასაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სტაბილურად ამტკიცებს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ესპანელებს იდეალური გუნდი ჰყავთ. მთავარია, თამაშის სადავეები ჩავიგდოთ ხელში და მეტოქისთვის დიდი პრობლემების შექმნას შევძლებთ”, – განაცხადა პრანდელიმ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0