x
image
worldsport.ge
ფაბრეგასი დაშავდა

imageესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ სესკ ფანრეგასის კონფედერაციათა თასის ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
Marca-ს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, რომელშიც ესპანელებმა ნიგერია 3:0 დაამარცხეს, ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და სწორედ ამის გამო დატოვა მოედანი მეორე ტაიმის დასაწყისში.
ფაბრეგასს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი ვადები. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ნახევარფინალურ შეხვედრას იტალიისთან 27 ივნისს გამართავენ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0