x
image
worldsport.ge
"ჩიხურა” -"ვადუცი (ლიხტენშტაინი), "ტორპედო" - "ჟილინა" (სლოვაკეთი)

imageგაირკვა საჩხერის "ჩიხურასა" და ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეები ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე.
საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე I საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება ლიხტენშტაინის "ვადუცი". ეს კლუბი შვეიცარიის ჩემპიონატში გამოდის და წინა სეზონი იქაურ ჩელენჯლიგაში (რანგით მეორე) მე-8 ადგილზე დაასრულა. ეს კლუბი 2007/2008 წლების სეზონში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე შეხვდა თბილისის "დინამოს". დინამოელებმა შინ 2:0 სძლიეს მეტოქეს, სტუმრად კი 0:0 ითამაშეს.
პირველი მატჩი თბილისში (სტადიონი ჯერჯერობით უცნობია) გაიმართება, მეორე კი, ვადუცში.
ქუთაისის "ტორპედოს" კი "ვადუცზე" ძლიერი მეტოქე ერგო. ეს გუნდია სლოვაკური "ჟილინა", რომელიც ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა და თასის ფინალი ჩემპიონ "სლოვანთან" (0:2) წააგო. "ჟილინა" სლოვაკეთის 6-გზის ჩემპიონია (მათ შორის, შარშანაც გახდა) და თასი 3-ჯერ მოიგო.image

სლოვაკეთის ეს კლუბი 2010-2011 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, "ჩელსისთან", "სპარტაკთან" და "მარსელთან" ერთად მოხვდა ჯგუფში და ექვსივე მატჩი წააგო.
პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართება, საპასუხო - სლოვაკეთში.
პირველი მატჩები 4 ივლისს, საპასუხოები კი 11 ივლისს გაიმართება. I ეტაპზე სულ 38 წყვილია.
II ეტაპის წილისყრა 16:30 საათზე დაიწყება და გორის "დილას" მეტოქესაც შევიტყობთ. ასევე, "ჩიხურასა" და "ტორპედოს" მოწინააღმდეგებიც ცნობილნი გახდებიან. II ეტაპის მატჩები 18 და 25 ივლისს გაიმართება. სულ 40 წყვილი იქნება.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0