x
image
worldsport.ge
სტანკოვიჩი “ინტერს” ტოვებს

imageმილანის “ინტერის” სერბი ვეტერანი დეან სტანკოვიჩი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნერაძურას” დატოვებს.
Football Italia-ს ცნობით, ამ კვირაში 34 წლის ფეხბურთელისა და კლუბის ხელმძღვანელობის შეხვედრა გაიმართება და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოქმედი კონტრაქტი შეწყდება.
მიუხედავად ამისა, სტანკოვიჩი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს და გამოცდილი ნახევარმცველი თამაშს ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაში”, ან არაბეთის გაერთიანებულ საემიროში - “ალ-ვასლში” გააგრძელებს.
სერბი ფეხბურთელი “ინტერში” 2004 წლიდან თამაშობს და მილანში 2014 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ვალტერ მაცარიმ საკუთარ ტაქტიკურ მონახაზში მას ადგილი ვერ მოუძებნა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0