ქალი და მამაკაცი თანამედროვე რომეო თუ გარყვნილი მასწავლებელი? ნამდვილად უყვარს მას თავისი "ჯულიეტა" თუ მხოლოდ ციხიდან თავის დახსნა სურს? 2013, 23 ივნისი, 13:01 უკვე რამდენი დღეა უცხოური პრესის ფურლები დაიპყრო თანამედროვე რომეოს ამბავმა. გოგონამ გადაწყვიტა მას ციხეში გაჰყვეს ცოლად. ჯერემი ფორესტს ხუთწლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. 30 წლის ფორესტს ბრალად ედება 15 წლის გოგონას გარყვნა. გოგონა ახლა უკვე 16 წლისაა. სულ ცოტა ხნის წინ ფორესტი მასთან ერთად გაიქცა, რის შემდეგაც დააკავეს. გოგონა სახლში მიაბრუნეს, ხოლო ფორესტს ციხეში უკრეს თავი. საქმე ისაა, რომ ფორესტი მისი მათემატიკის მასწავლებელი იყო. ის გოგონას ხშირად ტოვებდა გაკვეთილების შემდეგ ვითომ დამატებითი მეცადინეობისთვის, სინამდვილეში კი ესიყვარულებოდა მას. ფორესტს მოზარდი თავის სახლშიც მიჰყავდა, სადაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ მაშინ გოგონა 15-ის იყო. ამ დროს მისი ცოლი და პატარა ვაჟი ცოლის მშობლებთან იყვნენ სტუმრად. მან და გოგონამ სასამართლო პროცესის დროსაც შეჰფიცეს ერთმანეთს სიყვარული. გოგონა დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობს სახლში. მისი ნამდვილი მამა(ის სატვირთო მანქანის მძღოლია) აცხადებს, რომ ბედნიერი იქნებოდა თავისი გოგონა ჯვრისწერაზე მიეცილებინა. თუმცა იმასაც ამობს, რომ ფორესტი ზრუნავდა მის ქალიშვილზე როცა გაქცეულები იყვნენ(ფორესტი მასწავლებლობასთან ერთად ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის გიტარისტია და დევნილობის პერიოდში ფულს ქუჩაში დაკვრით შოულობდა. ალბათ ამას უთვლის მამა მის ქალიშვილზე ზრუნვად), მაგრამ უკეთესი იქნებოდა მოეცადათ მოზარდის სრულწლოვნებამდეო. საინტერესოა რატომ არ ადარდებს გოგონას მამას ფორესტის ვაჟის ტირილი სასამართლო პროცესზე, როცა ის სიყვარულს ფიცს დებდა? მას ხომ უკვე ჰყავს ცოლ-შვილი? გარდა ამისა ფორესტს ბრალად წაუყენეს ხუთი გოგონას ჩვენება, რომელთა გარყვნასაც ცდილობდა. ის მასწავლებლის საფარს ამოფარებული იტოვებდა მოზარდებს ვითომდა სამეცადინოდ და ცდილობდა ჩახუტებოდა მათ ან მუხლებზე უფათურებდა ხელებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ეს კი იმ ერთ-ერთი გოგონას ფოტოა, რომელმაც მისი საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. 103 7-ს მოსწონს 1-ს არა
|