x
image
worldsport.ge
აბატე კონფედერაციათა თასს ემშვიდობება

imageიტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა ინიაციო აბატემ კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სერიოზული დაზიანება მიიღო და მომდევნო თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ბრაზილიასთან 2:4 წაგებული შეხვედრის 30-ე წუთზე, ნეიმარმა აბატეს წინააღმდეგ იუხეშა, რის შემდეგაც იტალიელი ცუდად დაეცა და მხარი ამოუვარდა.
“ის თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ მომდევნო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს” განუცხადა Football Italia-ს იტალიის ნაკრების ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ.
აბატემდე ოთხი წუთით ადრე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა რიკარდო მონტოლივო. შეძლებს თუ ვერა ის პლეი ოფებში მონაწილეობის მიღებას ეს იმ ტესტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც მას დღეს ჩაუტარდება. ბრაზილიელთა წინააღმდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია ანდრეა პირლოს, თუმცა, ის 27 ივნისს ნახევარფინალური მატჩისთვის მზად უნდა იყოს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0