საზოგადოება გოგონა ყიდის თავის ქალწულობას, რათა დაეხმაროს ობოლ ბავშვებს(+ვიდეო) 2013, 21 ივნისი, 9:39 ყაზახეთის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა გოგონამ, მადინამ, ალმა-ატიდან გადაწყვიტა, რომ თავისი ქალწულობა გაყიდოს 10 000 დოლარად. აღებულ თანხას კი მოახმარს ქველმოქმედებას და გადასცემს ობოლ ბავშვებს, რათა მათ დაისვენონ საზაფხულო ბანაკებში. მან განცხადება ერთ-ერთ სამედიცინო საიტზე განათავსა. "ჩემთვის ეს სერიოზული ნაბიჯია. მე ერთადერთი და საყვარელი ქალიშვილი ვარ ჩემი მშობლებისთვის, რომელსაც ბავშვობიდან მანებივრებდნენ. მე ყოველთვის მეცოდებიან ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან სითბოს და დედობრივ ალერსს. მე ჩემს ქალწულობას ვყიდი, რომლის საწყისი ფასი იქნება 10 000 დოლარი. ვიცი, რომ ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ ჩემი დაქალები მხარს მიჭერენ ჩემს გადაწყვეტილებაში."-განუცხადა გოგონამ Life News-ს. ასევე მადინამ ალმა-ატიდან აღნიშნა, რომ მან ვერ იპოვნა სხვა გზა რათა დაეხმაროს ობოლ ბავშვებს. გარდა ამისა მას არ ყავს მეგობარი ბიჭი და მისი ეს ნაბიჯი არ იქნება ღალატი არავის მიმართ. გოგონამ გამოითვალა, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაახლოებით 50 ბავშვი გააგზავნონ გამაჯანსაღებელ ბანაკში. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ სულ რამოდენიმე დღეა რაც განცხადება განათავსა ინტერნეტში, მის ტელეფონზე არ წყდება ზარები პოტენციული მყოდველებისგან. მადინას უმანკოების გაყიდვის შესახებ საქველმოქმედო მიზნით, არაფერი არ იციან მისმა მშობლებმა და გოგონას ძალიან ეშინია, რომ ერთხელაც საიდუმლო გამჟღავნდება. "მე მუსულმანური ოჯახიდან ვარ და ამიტომ ახლობლებს ჩემი გადაწყვეტილება შოკში ჩააგდებთ"-ამბობს გოგონა. 179 7-ს მოსწონს
|