x
image
ტორნადო07
ძალიან საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ (ნაწილი I, ტვინი და ორგანიზმის ფუნქციები)
imageადამიანის სხეული ძალიან რთული და ჩახლართული სისტემაა, რომელსაც გაოგნებაშ მოჰყავს ექიმები და მკვლევარები. მოდით გავიგოთ უფრო მეტი ადამიანის სხეულის შესახებ საინტერესო ფაქტების საშუალებით.


ტვინი:


ტვინი ეს ადამიანის ყველაზე რთული და ყველაზე ნაკლებ შესწავლილი ორგანოა. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით მის შესახებ, მაგრამ მაინც წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს.image



1)ნერვული იმპულსები 270 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ.

2)მუშაობისათვის ტვინს იმდენივე ენერგია ესაჭიროება, რამდენიც 10 ვატიან ნათურას.

3)ტვინის უჯრედი 5-ჯერ მეტ ინფორმაცის ინახავს, ვიდრე ნებისმიერი ენციკლოპედია.

4)ტვინი იყენებს ადამიანის სისხლში მიწოდებული ჟანგბადის 20%-ს.

5)ღამით ტვინი გაცილებით აქტიურია, ვიდრე დღისით.

6)მეცნიერები თვლიან, რომ რაც უფრო მაღალია IQ, მით უფრო ხშირად ხედავს ადამიანი სიზმარს.

7)ნეირონები იზრდებიან ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

8)ტვინის სხვადასხვა რაიონში ინფორმაცია განსხვავებული სისწრაფით მოძრაობს.

9)თვითონ ტვინი ტკივილს ვერ გრძნობს.

10)ტვინი 80%-ით წყლისაგან შედგება.


ორგანიზმის ფუნქციები


ჩვენ არც თუ ისე გვიყვარს მათზე საუბარი, თუმცა ხშირად გვაქვს მათთან საქმე. წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ჩვენი სხეულის არც თუ ისე სასიამოვნო ფუნქციებზე.image


1)დაცემინების სისწრაფე 160 კმ/საათია.

2)ხველის სისწრაფემ შეიძლება 900 კმ/სთ-ს მიაღწიოს.

3)ქალები მამაკაცებზე ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს.

4)სავსე საშარდე ბუშტი სოფტბოლის ბურთის ზომებს შეიძლება აღწევდეს.

5)ფეხებზე 500 000-მდე ოფლის ჯირკვალია, რომლებიც დღეში შეიძლება 1 ლიტრ ოფლს აწარმოებდნენ.

6)მთელი ცხოვრების განმავლობაშ ადამიანი იმდენ ნერწყვს გამოყოფს, რომ შეიძლება ორი საშუალო ზომის აუზის გავსება.

7)საშუალოდ ადამიანი დღეში 14-ჯერ უშვებს გაზებს.

2
551
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
551
  
2013, 20 ივნისი, 23:36
საინტერესო სტატიაა.
2013, 20 ივნისი, 22:18
საინტერესოა, მაგრამ თუ ინფორმაციის რაოდენობას გაზრდი ბევრად უკეთესი იქნება :)
0 1 2