x
image
hamunaptra1990
ყველაზე გრძელი ულვაშები მსოფლიოში
image

რამ სინგ ჩაუჰანმა ულვაშების გაზრდა დაიწყო 1970 წელს და მას შემდეგ არასოდეს არ მოუჭრია. მოცემულ მომენტში მისი ულვაშების სიგრძე 4, 30 მეტრია, ინდოელი ჩაუნჰანი რეკორდსმენია და შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი ულვაშების მფლობელი მთელს მსოფლიოში.

58 წლის მამაკაცი ინდოეთიდან ამბობს, რომ წლების მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ჰორმონები სუსტდება და ზრდის სიჩქარეც კლებულობს, მაგრამ მიუხედავად ამისა მის ულვაშებს ყოველწლიურად ემატება რამდენიმე სანტიმეტრი.


იგი აღარ იპარსავდა ულვაშებს 1970 წლიდან, მას შემდეგ რაც მისი "კოლეგისგან" ულვაშების საქმეში შთაგონებული იქნა, მხოლოდ ისწორებდა ხოლმე. თავიდან მისი მეუღლე აშა ხშირად ეჩხუბებოდა ამის გამო, რადგან ულვაშების მოვლას დიდი დრო მიქონდა და თანაც სადაც არ უნდა წასულიყვნენ ყველა მას უყურებდა. მაგარმ მას შემდეგ რაც მისმა მეუღლემ აღიარება ჰპოვა, ცოლი უკვე პატივს სცემდა მის მიზანს, ახლა უკვე ულვაშებს ოჯახის ნაწილად მიიჩნევს და მეუღლის სიამაყესაც იზიარებს.

ულვაშების წყალობით რამ სინგი გადაღებულია ფილმში "რვაფეხა" და ასევე უამრავ ბოლივუდურ ფილმში. იგი ასევე მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში და ყველას ანახებდა თავის გრძელ ულვაშებს.


ულვაშების მოვლაზე ჩაუჰანს დღეში 2-3 საათი სჭირდება, მათ განსაკუთრებულად უვლის, უსმევს ზეთს და 10 დღეში ერთხელ რეცხავს.

როცა ულვაშები მოკლე იყო რამ სანგი მათ ყურებზე იხვევდა, ხოლო მას შემდეგ რაც საკმაოდ გაიზარდა ახლა უკვე ყელზე იხვევს.



image

1
29
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
29
  
2013, 18 ივნისი, 11:52
იმენა გიჟია ბაბულიკობას გეფიცები
0 1 1