x
image
worldsport.ge
“სიტიმ” “ნაპოლის” 2 წინადადებით მიმართა

image“მანჩესტერ სიტი” ედინსონს კავანისთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ქალაქელებმა” “ნაპოლის” 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შეთავაზება გაუკეთეს.
როგორც ცნობილია, კავანის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ სიტი” და “რეალი” იჩენენ. ფეხბურთელის მამის თქმით, ურუგვაელს კარიერის მადრიდში გაგრძელება სურს, რაც “სიტის” უფრო გააქტიურებისკენ უბიძგებს.
იტალიური პრესის ცნობით, ინგლისელებმა “ნაპოლის” 2 წინადადებით მიმართეს. პირველი მათგანი, კავანის სანაცვლოდ, ნეაპოლელთა ანგარიშზე 40 მილიონი ევროს ჩარიცხვასა და იტალიაში ედინ ჯეკოს გაშვებას გულისხმობს. მე-2 შეთავაზება მხოლოდ ფულადია – 55 მილიონი ევრო. თუმცა, კავანის გამოსასყიდი თანხა 63 მილიონი ევროა და გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” ამ თანხის გადახდაზე ყაბულსაა.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0