საბუნებისმეტყველო გიგანტური თევზები 2013, 16 ივნისი, 19:20 აი ასეთ გიგანტებს შეიძლება შეხვდეთ წყლის სიღრმეებში, თუმცა მათთან შეხვედრა არც თუ ისე სასიამოვნოა.
ფოტოზე მამაკაცი ცურავს ზრდასრულ გიგანტურ არაპაიმასთან ბრაზილიაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მტკნარ წყლებში მობინადრე თევზი. ზოგიერთი ეგზემპლარი აღწევს 3 მეტრს და 180 კგ-ს იწონის. კამბოჯელი მდინარე ტონსელაპზე უზარმაზარ ბარბს შეხვდა. კამბოჯელები ყოველწლიურად აქ 9-მდე უზარმაზარ ბარბს იჭერენ, ამიტომ მდინარე ტონსელაპი უკანასკნელი რეგიონია, სადაც ამ გიგანტს შეიძლება შეხვდეთ. ფოტოზე გამოსახულია ნიჩაბცხვირა. ეს გადაშენების პირას მყოფი თევზი ჩინეთში, მდინარე იანცზიში ბინადრობს. ზუთხების წყვილი ცურავს აკვარიუმში. ქალაქი ბეიჯინი, ჩინეთი. ბიჭი პოზირებს უზარმაზარ ბარბთან მდინარე ტონსელაპზე, კამბოჯა. ამ მდინარეში დაჭერილი ყველაზე დიდი ბარბი 3 მეტრი სიგრძის იყო. ახალშობილი გიგანტური სკატი. ასეთი გიგანტური სკატები ბინადრობს მდინარე მეკონგში. ჯამბოჯელი და გიგანტური თევზი. ეს თევზი 230 კილოგრამს იწონის. გიგანტური ევრაზიული კალმახი. განთქმულია თავისი გაუმაძღრობით. ჭამს ყველაფერს დაწყებული თევზიდან და დამთავრებული იხვებით. ეს 1.5 მეტრი სიგრძის ეკზემპლარი ჩრდილოეთ მონღოლეთში მდინარე ეგ-უურის სანაპიროზე გაგუდული იპოვეს. ის მისივე შედარებით პატარა თანამძმემ დაახრჩო, როდესაც გიგანტმა მისი შეჭმა გადაწყვიტა. 146 8-ს მოსწონს
|