x
image
worldsport.ge
კრასიჩი “სევილიას” უახლოვდება

imageსერბეთის ეროვნული ნაკრებისა და სტამბოლოს “ფენერბაჰჩეს” ნახევარმცველმა მილოშ კრასიჩმა შესაძლოა კარიერა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ “სევილიაში” გააგრძელოს.
ხესუს ნავასის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემდეგ, ანდალუსიურ კლუბს ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემა შეექმნა და 28 წლის სერბმა სწორედ ეს დანაკლისი უნდა შეავსოს.
B92-ის ცნობით, თურქები კრასიჩის სანაცვლოდ აქამდე 7 მილიონ ევროს ითხოვდნენ, მაგრამ ახლა ფასი დაწიეს და მზად არიან, სერბს 4, 5 მილიონ ევროდ შეელიონ. მიუხედავად ამისა, ტრანსფერის განხორციელება ფინანსურმა მხარემ შესაძლოა მაინც შეაფარხოს. საქმე ისაა, რომ სტამბოლურ კლუბში მილოშის ყოველწლიური ანაზღაურება 2, 3 მილიონ ევროს შეადგენდა, “სევილია” კი, მაქსიმუმ 1, 5 მილიონის გადახდას თანხმდება.
“ფენერბაჰჩემ” კრასიჩი გასული სეზონის წინ ტურინის “იუვენტუსისგან” 7, 5 მილიონ ევროდ შეიძინა და მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თურქულ გრანდში დარჩენა სურს.


www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0