x
image
worldsport.ge
“ინტერმა” “ტოტენჰემის” შეთავაზება იუარა

imageმილანის “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ფრედი გუარინის მსურველი “ტოტენჰემის” სატრანსფერო შეთავაზება არ მიიღო. 26 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილი ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა პირადად გამოთქვა და “ტოტენჰემის” თავკაცებმაც უმალ სცადეს მისი თხოვნის შესრულება – “ინტერს” 20 მილიონი ევრო შესთავაზეს.
გუარინმა ახლახან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მილანში თავს ბრწყინვალედ გრძნობს და არსად გადასვლა არ სურს. იგი “ინტერში” 2012 წლის იანვარში, “პორტუდან” იჯარით გადავიდა. მაისში კი იტალიელებმა ტრანსფერი 11 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.


www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0