x
image
worldsport.ge
იგუაინის საკითხი მწვრთნელს უკავშირდება

imageტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ბეპე მაროტა ჟურნალისტებს შეხვდა და მადრიდის “რეალიდან” გონსალო იგუაინის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებაზე ისაუბრა.
25 წლის არგენტინელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბებერი ქალბატონის” პრიორიტეტია და მოლაპარაკებების პროცესში თავად კლუბის პრეზიდენტიცაა ჩართული. ის პირადად ჩავიდა მადრიდში სიტუაციაში გასარკვევად, მაგრამ “სამეფო კლუბს” ახალი მთავარი მწვრთნელი არ ეყოლება, ეს საკითხი ვერ მოგვარდება.
“პრეზიდენტ პერესს შევხვდით და რაღა თქმა უნდა საფეხბურთო საკითხებიც განვიხილეთ. იგუაინთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, რადგან “რეალს” ჯერჯერობით მწვრთნელთან დაკავშირებული პრობლემა არ მოუგვარებია. ამიტომ, მოლაპარაკებების გადადება მოგვიხდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საკვანძო ფეხბურთელებს არაფრის სანაცვლოდ არ შეველევით”, - განაცხადა “ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტმა.


www.worldsport.ge

1
68
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
68
  
2013, 10 ივნისი, 12:26
ვაიმე მიტყვარს პიპიტა და არ მემეტება გასშვებად :(
0 1 1