x
image
worldsport.ge
ჩაბი ალონსოს 2-3 თვით უქმობა ემუქრება

imageმადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ საზარდულის ოპერაცია გაიკეთა. “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ როგორც ირკვევა, 31 წლის ფეხბურთელს მოედანზე მალე დაბრუნება არ უწერია.
რამდენიმე დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ საზარდულის ტრავმის გამო, ჩაბი ალონსო კონფედერაციის თასზე ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება. დღეს, ქალაქ მიუნხენში, ესპანელს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელსაც მადრიდელები დადებითად აფასებენ, მაგრამ ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცლებენ მადრიდული გამოცემები. Marca-ს ცნობით, ფეხბურთელს 6 კვირით უქმობა ემუქრება, ხოლო თუ AS-ს დავუჯერებთ, ალონსოს 2-3 თვე გაუცდება.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0