x
image
worldsport.ge
"ქასიმფაშა" ორი რაიანით გაძლიერდა

imageშოთა არველაძის "ქასიმფაშამ" რაიან ბაბელს კონტრაქტი გაუფორმა. შოთას რომ ჰოლანდიელი გარემარბი სურდა, ამის შესახებ დაახლოებით 3 კვირის წინ გახდა ცნობილი. ბაბელი ბოლოს "აიაქსში" თამაშობდა, სადაც დაიწყო კიდეც პროფესიული კარიერა. 26 წლის ჰოლანდიელი ასევე გახლდათ "ლივერპულსა" და "ჰოფენჰაიმში". ბაბელს ჰოლანდის ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი ჩაუტარებია და 5 გოლი გაუტანია.
"ქასიმფაშამ" კიდევ ერთი ჰოლანდიელი გადაიბირა: 192-სანტიმეტრიანი მცველი რაიან დონკი, რომელიც ბოლოს "ბრიუგეში" გახლდათ. დონკი შოთა არველაძის თანაგუნდელი გახლდათ "ალკმაარში".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge


0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0