x
image
worldsport.ge
ლევან ყიფიანი: "სამინისტრო ფეხბურთის ფედერაციის საქმეს ვერ შეითავსებს"

imageროგორც იცით, 8 კლუბმა უარი განაცხადა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოსგან ვერ მიიღებენ 2 მილიონ ლარს, ანუ იმ თანხას, რომელიც გორის "დილამ" მიიღო. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გააკეთა განცხადება:
"ამ ქვეყანაში საფეხბურთო პროექტი 20 წელია არ მინახავს. კლუბებს იდეაც არ ჰქონიათ რაიმე სახის პროექტზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უნდა იყოს მოწადინებული მსგავს საკითხებზე და ჩვენი სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მათ საქმეს.
...მსგავსი პროექტები 6 დღეში და ერთ თვეში არ კეთდება მაშინ, როცა 20 წელია არაფერი გაკეთებულა. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ კლუბების დაფინანსება ბიუჯეტიდან ამ ზაფხულსვე მოხდება. ამის რესურსი არ არსებობს და მე არასოდეს მითქვამს, რომ ეს წლეულსვე მოხდებოდა. დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დროთა განმავლობაში.
...სპორტის სამინისტრო ფიზიკურად ვერ იძლევა ფინანსებს. "დილა" დაფინანსდება მუნიციპალიტეტიდან. გუნდი გადის ევროპის ლიგაში და ამ შემთხვევაში სახელმწიფოსგან გამართლებულია მისი დაფინანსება, რადგან საქართველოსთვის ევროტურნირებზე ამ კლუბის ვერგამოსვლა უფრო დიდი სირცხვილი იქნებოდა, ვიდრე მისი დაფინანსება. ამიტომაც ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ "დილა" ფინანსდება, სხვა კლუბები რატომ ვერ იღებენ სახსრებსო.
...მუნიციპალური დაფინანსება იყო და იქნება იმისდა გათვალისწინებით, ვისაც რა საშუალება იქნება. ფედერაციის ფუნქციებს კი ჩვენ ვერ შევითავსებთ. ეს გუნდები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ, ყოველთვის იყვნენ სახელმწყიფოს ფულისჭამია კლუბები და მე მოვუწოდებ ფედერაციას, რომ შეამოწმოს ეს კლუბები, შეუშვას იქ აუდიტი, მოხდეს მათი შემოწმება და ამის შემდეგ სწორად ხარჯონ ფული".


www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0