x
image
worldsport.ge
სნეიდერს ვან გაალისთვის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სურს

imageჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველ უესლი სნეიდერს მწვრთნელ ლუის ვან გაალის პატივსაცემად გულში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ამოუჭრია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ ვან გაალმა ოფიციალურად განაცხადა, ბრაზილიის მუნდიალის შემდეგ ნაკრებიდან წავალო.
“ვიმედოვნებ, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ და ვან გაალს ღირსეულად გავაცილებთ, - ამბობს სნეიდერი, - საწყენია, რომ გაისად ნაკრებიდან წასვლას აპირებს, მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გუნდში დისციპლინა, უფრო შეკრულები და მიზანმიმართულები გავხდით”.
შარშან ზაფხულს ვან გაალმა ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0